დიმიტრი ქუმსიშვილი - მინისტრთა კაბინეტის სია შედგენილი არ არის

მინისტრთა კაბინეტის სია შედგენილი არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით დიმიტრი ქუმსიშვილი პოლიტიკური პარტიებისადმი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”ევროატლანტიკური საქართველოსთვის” მიმართვას გამოეხმაურა, რომ მინისტრობის კანდიდატები წინასწარ დაასახელონ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ.