ჩინელი მილიარდერის შვილმა ძაღლს 8 ცალი  iPhone7 უყიდა

ჩინელი მილიარდერის ვონგ იანლინის შვილმა, ვონგ სიცონგმა საკუთარ ძაღლს, სახელად „კოკო“ 8 ცალი iPhone 7 უყიდა.

აღსანიშნავია, რომ „ეფლის“ ახალი სმარტფონები ჩინელმა მილიარდერმა მობილური ტელეფონების გაყიდვების დაწყების დღესვე შეიძინა.

ჩინეთში iPhone7 6 988 იუანი (1047 დოლარი) ღირს, ხოლო iPhone 7 Plus 7 988 იუანი (1197 დოლარი).

CNN-ის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვან სიცონგი საკუთარ ძაღლს საჩუქრებით ანებივრებს. 2015 წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია „კოკოს“ ფოტოებმა, რომელზეც თათებს ორი ძვირადღირებული Apple Watch უმშვენებდა ძვირადღირებულ სამაჯურთან ერთად, რომლის ღირებულებაც 37 ათასი დოლარი იყო.

ვან სიცონგი ადგილობრივი პრესის მიერ „ერის ქმრად“ არის წოდებული, როგორც ჩინეთის ყველაზე მდიდარი სასიძო.

ვონგ სიცონგის მამა, ჩინელი მილიარდერი ვონგ იანლინი ჩინეთის ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ”დალიან ვანდა ჯგუფის” მფლობელია, რომლის ქონებაც 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.