აშშ უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშს გადასცემს

აშშ მზად არის, უკრაინას 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ტრანში გადასცეს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ მორიგი ტრანშის მისაღებად უკრაინამ ყველა საჭირო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები უნდა დაარჩქაროს.