ეკონომიკის მინისტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი პროექტი გააცნო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს ახალი პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" და "გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე" გააცნო.

აღნიშნული პროექტის საშუალებით, ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო კომპლექსი, გზებზე გასაჩერებელი-მოსასვენებლი და გადასახედი ინფრასტრუქტურა მოაწყონ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტი გათვლილია ისეთ ტურისტულად აქტიურ მიმართულებებზე, როგორიცაა თბილისი-გომბორი-თელავის გზა, სტეფანწმინდა, გუდაური, რაჭა და ახალციხე.

პროექტი ეკონომკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშვდა.