სემეკ-მა „ენერგო პროს” საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სემეკ-მა „ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც  სემეკში განაცხადეს, დღევანდელ საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის - (ჩითახევჰესი, რიონჰესი, ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი, აწჰესი, გუმათჰესის კასკადი, საცხენჰესი და ორთაჭალჰესი), სს „ზაჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენისა და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენის მიზნით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად.

აღნიშნულ საკითხებზე კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 20 ოქტომბერი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად - 2016 წლის 31 დეკემბერი დასახელდა.