ოზურგეთის მერის ინფორმაციით, ქარბორბალამ 50-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ინფორმაციით, ქარბორბალას შედეგად დაზიანებული სახლების რაოდენობა ამ ეტაპზე 50-ზე მეტია.

როგორც ბეგლარ სიორიძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ უბანში - გაკირულში სახლებს სახურავი გადახადა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა ერთ ოჯახში, სადაც მიცვალებულია.

„ძლიერ წვიმასთან ერთად იყო ქარბორბალა, რომელმაც 50-ზე მეტ სახლს მოხადა სახურავი. რაც უკვე ვნახეთ დაახლოებით, 50-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. როგორც კი გამოვა ამინდი, ყველა ოჯახში მივალთ და ვნახავთ მდგომარეობას. განსაკუთრებით მძიმე სურათი გვქონდა ერთ ოჯახში, სადაც მიცვალებულია, ქარმა სრულად გადახადა სახლს სახურავი, სამაშველო სამსახური დაგვეხმარა და დროებითი სახურავი გადავაფარეთ“, -აღნიშნა მალხაზ სიორიძემ.

ოზურგეთში დღეს ძლიერი წვიმა და ქარია.