iPhone 7-ის თვითღირებულება 225 დოლარია

ანალიტიკური კომპანია IHS Markit-ის ანალიტიკოსებმა 32 გეგაბაიტიანი ახალი iPhone 7-ის მაკომპლექტებელი კომპონენტები შეაფასეს.

მათი დასკვნით, აღნიშნული სმარტფონის საბაზისო მოდელი, რომელიც 32 გეგაბაიტიანი მეხსიერებითაა აღჭურვილი, 224,8 დოლარი ღირს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ფასი მხოლოდ მაკომპლექტებლების თვითღირებულებას წარმოადგენს და არა მის აწყობაზე დახარჯულ ფინანსებს ან სხვა ხარჯებს.

როგორც გაირკვა iPhone 7-ის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი ეკრანია, რომელიც IHS Markit-ის ანალიტიკოსებმა 43 დოლარად შეაფასეს. პროცესორისა და ქსელის პლატის ფასი 34 დოლარია, ხოლო ყველაზე იაფი მაკომპლექტებელი აღმოჩნდა აკუმულატორი, რომელიც 2,5 დოლარი ღირს.

აშშ-ში ახალი iPhone 7-ის საბითუმო სასტარტო ღირებულება 649 დოლარია.

კოკა კვირკველია