”საქართველოს რკინიგზა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დღეს თანამშრომლობის კომუნიკეს გააფორმებენ

”საქართველოს რკინიგზა" ახალ ტექნოლოგიებზე გადადის. აღნიშნულის შესახებ ”საქართველოს რკინიგზა" და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დღეს თანამშრომლობის კომუნიკეს გააფორმებენ.

”კომუნიკეს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის" ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანის პროცესში, კერძოდ, ,,სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაამზადებს ,,საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს და ასევე აქტიურად ჩაერთვება მართვის სხვადასხვა საერთაშორისო ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში”, - აცხადებენ ,,სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“.