თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. გია შარვაშიძე აკადემიური საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

არჩევნები უნივერსიტეტში 14.00 საათზე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 36-ვე წევრმა მიიღო.