ძლიერი წვიმა თბილისში - რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი მატულობს

თბილისში ბოლო ერთი საათია ძლიერად წვიმს. წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი წარმოქმნა. ბახტრიონზე, კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩებზე წყლის ძლიერი ნაკადია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერიც. ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 20-25 მეტრი იქნება. 26 სექტემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.