თბილისის მეტროპოლიტენში მუშაობა დროებით შეჩერებული იყო

თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში „ნაძალადევი“ ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ნაძალადევიდან“ დაზიანებული მოძრავი საშუალების გადაყვანა გახდა საჭირო, რის შემდეგაც 09:30 საათზე ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.

მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეჩერებულა.