China Southern Airlines-მა პეკინი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა

China Southern Airlines-მა პეკინი-თბილისის მიმართულებით, 23 სექტემბერს პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

როგორც კომპანია TAV Georgia-ში განაცხადეს, ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ”ბოინგ B737-B738” და ”B752”ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ”ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ დრომდე China Southern Airlines ავიარეისებს თბილისი - ურუმჩი - ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა”, - აცხადებენ კომპანიაში.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში, China Southern Airlines -ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და ”ტავ ჯორჯიას” წარმომადგენლები.

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.