”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული უნივერსიტეტი ,,BTU Kids"-ის შაბათ-კვირის სკოლაში სწავლის მსურველთათვის მიღებას აცხადებს

”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში არსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ,,BTU Kids"- ის შაბათ-კვირის სკოლაში სწავლის მსურველთათვის მიღებას აცხადებს.

როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, პროექტი გულისხმობს მოზარდთა გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

”პროგრამა ხორციელდება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით და მისი მიზანია, მოახდინოს მსმენელის მიერ შეძენილი ცოდნის ინტეგრირება ციფრულ ტექნოლოგიებთან. მსმენელთა ასაკი 10-დან 15 წლამდეა”, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

”BTU Kids’’-ის საკვირაო სკოლის პრეზენტაცია დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.