Moody's-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, Ba1-მდე დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, Ba1-მდე დაწია.

როგორც Moody's-ის პრესრელიზშია ნათქვამი, ფინანსური მდგომარეობა თურქეთში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გაუარესდა, ხელისუფლების რეაგირება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე კი, აფერხებს რეფორმებს და კანონის უზენაესობას.

გარე ფაქტორებად Moody's-ი ასახელებს რუსული სანქციებით გამოწვეულ ტურისტების ნაკადის მკვეთრ შემცირებას და ასევე, გახშირებულ ტერაქტებს.

როგორც სარეიტინგო სააგენტოში აცხადებენ, გაიზარდა თურქეთის ვალის ოდენობა. შეინიშნება ასევე, ინვესტორთა მხრიდან ნდობის დაკარგვა.