ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს - პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია

მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, რასაც შეიძლებოდა ეკონომიკაზე პრინციპული გავლენა მოეხდინა , - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით გამართულ ფორუმზე ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპერტიქვები ” გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეიძლება გარკვეული კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

”მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. შეიძლება გარკვეულწილად კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლებოდა რაღაც კანონმდებლობა უფრო კარგად მოგვერგო ბიზნესზე. ალბათ ასეთი შენიშვნები გექნებათ, მაგრამ შენიშვნების დროს გთხოვთ, რომ პირობითი შეფასებაც გააკეთოთ. პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.