„ლიბერთი ბანკის“ ყიდვის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება

”ჰანიველ პარტნერსის"  ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტის ყიდვას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე დასრულდება.

„ხელშეკრულება გაფორმებულია და თანხის ნაწილიც გადარიცხული გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, პროცესი ძალიან სწრაფად, ერთ თვეში ან თვენახევარში დასრულდება. შესაბამისად, ბანკის მფლობელი ”ჰანიველ პარტნერსი"  გახდება,“ - აღნიშნა რუხაძემ ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გასული წლის ივნისიდან არის.

ცნობისთვის, "ჰანიველ პარტნერსი" პატარკაციშვილების ოჯახის კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია და მის აქტივებს მართავს.

თაია არდოტელი