თვითმფრინავში ჭარბწონიანი გვერდით მჯდომის გამო მგზავრმა ავიაკომპანიას უჩივლა

იტალიელმა ადვოკატმა ავიაკომპანია Emirates სასამართლოში უჩივლა.

ადვოკატის განცხადებით, თვითმფრინავში ჭარბწონიანი გვერდით მჯდომი მგზავრის გამო, 9 საათის განმავლობაში არაკომფორტულად იმგზავრა.

იტალიელი ავიაკომპანიისგან კომპენსაციის სახით 3 079 დოლარს ითხოვს. თანხა ასევე შეიცავს კეიპთაუნი-დუბაის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულებას - 2 200 დოლარს.

იტალიელი ადვოკატის განცხადებით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ის ადგილის შეცვლით ვერ უზრუნველყვეს და განუცხადეს, რომ ბორტზე ადგილი არ იყო.

„9 საათის განმავლობაში ხან ფეხზე ვიდექი ხან ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ადგილას ვიჯექი“, - განაცხადა მგზავრმა.