Zenithoptimedia-მ რეკლამაზე დანახარჯების 2016 წლის პროგნოზი გააუმჯობესა

მსოფლიო რეკლამაზე დანახარჯების ზრდა მიმდინარე წელს 4,4%-ს შეადგენს, ნაცვლად ივნისში ნავარაუდევი 4,1%-ისა.

სარეკლამო სააგენტო Zenithoptimedia-ს ახალი ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში რეკლამაზე დანახარჯები 589 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ლიდერი კი სარეკლამო დანახარჯების მხრივ აშშ-ი იქნება.

სააგენტომ ასევე გააუმჯობესა სარეკლამო დანახარჯების პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის შესაბამისას 4,5% და 4,6%, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 4,3% და 4,4%-ის.

„მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე დანახარჯების ზრდა პირველ რიგში აშშ-ს უკავშირდება, სადაც შრომის ბაზარზე არსებულმა სტაბილურმა და მიმზიდველმა ვითარებამ ხელი შეუწყობა მომხმარებელთა ხარჯების ზრდას. რეკლამისდამკვეთებს კი გაზრდილ ბაზარზე რეკლამაზე დანახარჯებისკენ უბიძგა“, - ნათქვამია Zenithoptimedia-ს ანგარიშში.

ასევე დადებითად აისახება სარეკლამო ბაზარზე აზია-წყნარიოკეანეთის რეგიონში სარეკლამო დანახარჯების ზრდა 6,3%-ით, რაც ძირითადად ფილიპინებში არჩევნების წინ პოლიტიკური რეკლამების დახანარჯებით იქნება განპირობებული.

ანგარიშის თანახმად, გაიზრდება დანახარჯები ინტერნეტ რეკლამაზე, რომელიც მიმდინარე წელს 15,6%-ს მიაღწევს.

Zenithoptimedia-ს მონაცემებით, სარეკლამო ბაზრის ლიდერი კვლავ ტელევიზია დარჩება, ასევე გაიზრდება მობილურ რეკლამაზე დანახარჯები.