„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს - ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდში

ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახლა თქვენ დაგვიდექით გვერდში , - ასე მიმართა „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს.

„აუდიტორია 115“-ის წევრის თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს მიკროფონი გაუთიშა.

სახელმწიფო უნივერისტეტთან სტუდენტები და მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილები. სწავლის დაწყების ცერემონია, რომელზეც თსუ-ს რექტორს და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, ჩაიშალა.

„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა გამომსვლელთა ადგილი დაიკავეს და რექტორს სტუდენტებისთვის მიმართვის საშუალება არ მისცეს.