წელს ქართული ღვინის ონლაინ კატალოგის შექმნა იგეგმება

ინგლისურენოვანი საინფორმაციო პორტალი ქართული ღვინის შესახებ, Hvino.com 2014 წელს ქართული ღვინის ონლაინ კატალოგის შექმნას გეგმავს.

“ვიღებთ სიგნალებს საერთაშორისო მომხმარებლებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ დახმარება, როცა დახლზე ღვინოს არჩევენ, რამდენადაც მაღაზიის ასისტენტებს ხშირად არ შეუძლიათ შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ჩვენი ონლაინ კატალოგი, რომელიც დამოუკიდებელ საექსპერტო რეიტინგზე იქნება დაფუძნებული და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობების შესახებ ადვილად წასაკითხი ინფორმაცია ექნება დართული," - განაცხადა Hvino.com-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კაფკამ.

Hvino.com აპირებს, რომ ღვინოების რეიტინგი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებისა და საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში მოპოვებული მედლებისა თუ ჯილდოების მიხედვით შეადგინოს. პორტალი ირწმუნება, რომ ამგვარი მრავალ წყაროზე დაფუძნებული რეტინგის ფორმულა უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და დაეხმარება მომხმარებელს შესაბამისი ღვინის შერჩევაში.