ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.

პეტიციის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მიმართავენ და სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას ითხოვენ.

როგორც პეტიციაშია ნათქვამი, საერთაშორისო კვლევის მიხედვით საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია: ”ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ სიკვდილიანობაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს. ასეთ დაბინძურებულ გარემოში ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები” - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის მისაღებად 10 000 ხელმოწერაა საჭირო. ამ ეტაპისთვის დოკუმეტს 7 877-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.