აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.0 მლრდ ლარით შემცირდა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით შემცირდა) და 25.7 მლრდ ლარი შეადგინა, -ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრეცელებს.

”2016 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით შემცირდა) და 25.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.9 პროცენტია”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.