”ჰაიდელბერგცემენტის” კასპის ქარხანაში 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს ჩაეყრება საფუძველი

კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” კასპის ქარხანაში დღეს, 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს საფუძველი ჩაეყრება.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, პროექტი გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში დოქტორ ჰაიკე პაიჩი, ”ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის” ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი, ”ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი და მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტი უზრუნველყოფს წარმოების პროცესის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტსა და ეფექტურობას. უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და ყველანაირი გარემოსდაცვითი სტანდატის დაცვას. "ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის" საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.