ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა

ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გასცა.

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ: დიტო ცინცაძემ (საქართველო, ჟიურის თავჯდომარე), მაჰტაბ კერამატიმ (ირანი), ირინა გორდიჩუკმა (უკრაინა), ლიზა ანტონოვამ (რუსეთი), გულნარა აბიკიევამ (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა:

გრანპრი - „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.

საუკეთესო რეჟისურა - “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.

საუკეთესო მსახიობი ქალი - ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცათ:„სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ. და “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.

BIAFF 2015-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ: მარინა რაზბეშკინამ (რუსეთი - ჟიურის თავჯდომარე), ელჰუმ შეიკრიფარიმ (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადემ (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკმა (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარიამ (საქართველო) გამოავლინა გამარჯვებული ფილმები: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ. დაჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა „ნათესავებს“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.

BIAFF 2015-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ: ზაზა ხალვაში, (საქართველო, ჟიურის თავმჯდომარე), იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო) გასცა შემდეგი პრიზები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს: „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ. და “როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე გაიცა შემდეგი პრიზები:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიზი გადაეცა ფილმს “დაკარგული სოფელი”, გიორგი თოდრია, საქართველო/ესპანეთი, 2016.

ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის “თოფუზის” პრიზი ფილმს “სტუმარი”, ნინო შაბურიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2016

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ: ვადიმ აბდრაშიტოვს (რუსეთი) და ბერდია ინწკირველს (საქართველო).

დაჯილდოების ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის “წინ მაილს” (აშშ, 2016) ჩვენება.

კინოფესტივალის სპონსორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო Divan Suites Batumi, “ასკანელი ძმები”. კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭოები”, პოლონეთის აუდიო-ვიზუალური ფონდი, “ანბანის კოშკი”, “ტერასა ასკანელი”, სასტუმროთა ქსელი „რჩეული“, სასტუმრო “ბათუმი პლაზა”, სასტუმრო “ადმირალი”, კინოთეატრი “რუსთაველი”, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ფესტივალი Tbilisi Open Air, HQ პროპაგანდა, ტურკომპანია Wonderland.