ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში IT დასაქმების ფორუმს გამართავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 29 სექტემბერს, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში IT დასაქმების ფორუმს" გამართავს.

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განაცხადეს, ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცემა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყოფა ერთი მაგიდა და ორი სკამი. კომპანიას აქვს უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოს საკუთარი სივრცე.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდასა და განვითარებას. IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.