"მოდულისგან" დაზარალებული მობინადრეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ

სამშენებლო კომპანია "მოდულის" მიერ დაზარალებულმა მობინადრეებმა მთავარი პროკურატურის წინ აქცია გამართეს. მოქალაქეები კომპანიის წარმომადგენლებისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებას ან მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ. სამშენებლო კომპანია "მოდულმა" თბილისში, ჩაჩავას 10 ნომერში მშენებლობა 2007 წელს დაიწყო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმის ვითარებას იცნობენ, თუმცა ამ ეტაპზე დაზარალებულებს ალტერნატივას ვერ სთავაზობენ. დაზარალებულებმა სარჩელი სასამართლოში მიმდინარე წლის მაისში შეიტანეს, თუმცა მათი თქმით, გამოძიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე