„აწარმოე საქართველოში“-ის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული საკვები ქარხანა გაიხსნება

მალე ქართველ და არამარტო ქართველ ფერმერებს საშუალება ექნებათ საქართველოში ევროპული გამოცდილებით დამზადებული პროდუქცია გამოიყენონ.

29 სექტემბერს, 11:00 სათზე, თბილისში კომპანია „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული საკვები ქარხნის საზეიმო გახსნაა დაგეგმილი.

პროექტი განხორციელდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის “Trouw Nutrition”-ის სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით.

საკვები პროდუქცია, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც მოამარაგებს. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია.

კომბინირებული საკვები არის უმაღლესი ხარისხის, დაბალანესბული, არაქიმიური პროდუქცია, რომელიც ფერმერთათვის მათი საქმიანობის გრძელვადიან შედეგსა და წარმატებას უზრუნველყოფს.

ქარხანასთან ერთად პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენებაში. კომპანია „ნუტრიმაქსის“ მიერ განხორციელდა 5 000 000 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.