თბილისში, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მონიშვნებზე ავტომობილები მაინც გადაადგილდებიან

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" დაიხაზა , თუმცა, ამის მიუხედავად, PALITRATV.GE-მ დღეს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე დააფიქსირა, თუ როგორ არღვევენ მოძრაობის წესებს მძღოლები.

როგორ გააკონტოროლებს საპატრულო პოლიცია იმას, რომ "ბასლეინების" ზოლში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა იარონ, დგას თუ არა იქ გამაფრთხილებელი ნიშანი და რა სანქციას ითვალისწინებს ამ წესის დარღვევა, ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

"ამ სიახლით რაიმე ცვლილება ადმინისტრაციულ კანონში არ შესულა. უბრალოდ, საგზაო მონიშვნებით მკაფიო ვიზუალიზაცია მოხდა. როგორც წესი, ყველა მძღოლმა იცის, რომ როცა ასეთი მონახაზია გზაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ გავლა ეკრძალება და ის არის ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სავალი გზა.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მაინც გაივლის იქ, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება. პატრული ამას ყოველ წუთს ვერ გააკონტოლებს, მაგრამ თუ საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში მოხვდა ასეთი დარღვევა, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. რაიმე სპეციალური ნიშნები არ გაკეთდება, რადგან თავად არის ისე დახაზული, რომ ყველა მძღოლმა იცის ამ მონახაზის დანიშნულება. ზოგადად კი, ყველა სამართალდარღვევაზე მოხდება რეაგირება; იქნება ეს ავტობუსის ხაზზე გადასვლა, ღერძულა ხაზზე, თუ სხვა საგზაო ნიშანზე".

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე