2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული საცხოვრებელი ფართი 12 650 დევნილმა მიიღო

2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 12 650 დევნილია საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კიდევ 43 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს უსასყიდლოდ.

„დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ თბილისში და ხობში“, -აღნიშნა პრემიერმა.