აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების გასაღებისთვის საქართველოს მკვიდრი გაასამართლეს

აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების გასაღებისთვის საქართველოს მკვიდრი გაასამართლეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 68 წლის მოშე მირილაშვილს 13-წლიანი პატიმრობა და 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მიუსაჯა.

„ბიბისი“-ს ცნობით, მირილაშვილი უკანონონ ყიდდა ოქსიკოდონს - ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ ტკივილგამაყუჩებელს, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ამერიკელი იყენებს.

პროკურატურის ცნობით, 2012-2014 წლებში მირილაშვილმა 10 000-ზე მეტი რეცეპტი გასცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.

მოშე მირილაშვილი საქართველოში დაიბადა. ის აშშ-ში ოჯახთან ერთად 1974 წელს გადავიდა საცხოვრებლად.