დონალდ ტრამპის ქონება ერთ წელში 800 მილიონი დოლარით შემცირდა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ქონება 2015 წლის შემდეგ 800 მილიონი დოლარით შემცირდა.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ამერიკელი მილიარდერის ქონება 3,7 მილიარდი დოლარია.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ქონების შემცირება ძირითადად ნიუ იორკის უძრავის ქონების ბაზრის შესუსტებას უკავშირდება. ნიუ იორკში მდებარე ტრამპის კუთვნილი ცათამბჯენის Trump Tower-ის ფასი 159 მილიონი დოლარით შემცირდა. 10 მილიონი დოლარით - 90 მილიონ დოლარამდე გაიაფდა მეხუთე ავენიუზე მდებარე ტრამპის პენტჰაუსის ღირებულება.

„ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა საკუთარი ქონებიდან 50 მილიონი დოლარი გაიღო თავის საარჩევნო კამპანიაში.