მარსზე ბილეთი 200 ათასი დოლარი ეღირება

კომპანია SpaceX -ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, პლანეტა მარსზე 2018 წელს დაგეგმილი გაფრენა 10 მილიარდი დოლარი დაჯდება.

თუმცა სამომავლოდ ერთი ბილეთის ღირებულება 200 ათას დოლარზე მეტი არ იქნება.

27 სექტემბერს SpaceX-მა წარმოადგინა გეგმა „პლანეტათშორის სატრანსპორტო სისტემაზე“, რომელსაც მარსზე ადამიანის ჩაყვანა შეუძლია.

ილონ მასკმა მარსის კოლონიზაციის გეგმებზე ადრეც ისაუბრა. მისი თქმით, დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მარსზე კი არცერთი და „ ეს უნდა შეიცვალოს“. მასკის ამბიციური გეგმა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანთა კოლონის შექმნას ითვალისწინებს. SpaceX მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს.

კოკა კვირკველია