22 მანქანა, რომელსაც პარიზის ავტოშოუზე გამოფენენ

მსოფლიო მოდის დედაქალაქში დღეს პარიზის ავტოშოუ იხსნება.

პრესტიჟული ავტომობილების საერთაშორისო ექსპოზიციაზე წელს რამდენიმე ხმაურიანი დებიუტი გველოდება.

პარიზის ავტოშოუ, რომელიც მონაცვლეობით ხან პარიზში იმართება და ხან - ფრანკფურტში, თავისი მასშტაბურობითა და მნიშვმნელობით მსოფლიოს ერთერთი უმთავრესი ღონისძიებაა საავტომობილი სამყაროში.

საავტომობილო გამოფენაზე მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები საკუთარ კონცეპტუალურ და ეგზოტიკურ მოდელებს წარმოადგენენ.

წლევანდელ შოუზე განსაკუთრებული სიმრავლითაა წარმოდგენილი ელექტრომობილები: გერმანული მწარმოებელი Mercedes-Benz სრულიად ახალ კონცეპტუალურ ელექტრო ქროსოვერს წარმოადგენს, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს Tesla-ს ანალოგიურ მოდელს.

ასევე ელექტრომობილის დებიუტით წარსდგება „ფოლქსვაგენი“, ხოლო BMW საკუთარ „i“ სუბბრენდს განახლებული მოდიფიკაციით გამოფენს.

ხმაურიანი დებიუტისთვის ემზადება „ფერარი“, „აუდი“ კი სუპერ პოპულარული ქროსოვერის Q5-ის ახალ თაობას გვიჩვენებს.

პარიზის ავტოშოუ 1 ოქტომრიდან 16 ოქტომბრამდე მიიღებს დამთვალიერებელს.

წლევანდელ გამოფენას გამოტოვებენ ისეთი მწარმოებლები, როგორებიც არიან „ფორდი“, „ვოლვი“, „ასტონ მარტინი“ , „მაკლარენი“, „მაზდა“ და „როლს როისი“.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოკა კვირკველია