16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა

შენ შესაძლოა ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი გახდე... - ამ მაცდურმა წინადადებამ უკვე რამდენიმე თვეა ჩაითრია ქართველი მკითხველი. საქმე ეხება უნიკალურ პროექტს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციას", რომელიც უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 19 სექტემბრიდან კოლექციის მეოთხე მონეტის შეძენისას, მკითხველს საშუალება მიეცა, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გამხდარიყო!

ასეც მოხდა, იღბლიანი მკითხველი, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრის" ფურცლებში ნამდვილი ოქროს მონეტა აღმოაჩინა, გაიანე გოგავაა. თბილისელი დიასახლისი ამბობს, რომ ძალიან იღბლიანია, ეს მისი პირველი მოგება არ არის და მოგებულ ისტორიულ მონეტას ოჯახურ რელიკვიად შეინახავს:

bpn"ამ პროექტის შესახებ საგაზეთო ჯიხურში მისულმა გავიგე და გადავწყვიტე, რომ მონეტები შემეგროვებინა და სამი ცალი შევიძინე. მერე შევიტყვე, რომ ოქროს მონეტაც თამაშდებოდა და სხვადასხვა ადგილას ვიყიდე 5 ცალი და ერთ-ერთი იღბლიანი აღმოჩნდა. ახლა ვაგროვებ ფულს, რომ ის სპეციალური ალბომი შევიძინო, სადაც ამ მონეტებს შევაგროვებ. როგორც ვიცი, იქვეა ისტორიები ამ მონეტებზე, ანუ რომელ ეპოქაში გამოვიდა თითოეული და ა.შ. სულ 24 მონეტა უნდა შეგროვდეს. ალბომი ცალკე იყიდება, ხოლო თავად მონეტა კი თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის.

- ეს მოგებული ოქროს მონეტა რას ნიშნავს თქვენთვის?

- ბედის ერთ-ერთი საჩუქარია, რომელსაც ჩვეულებრივ, რელიკვიად შევინახავ. ასე რომ, ყველას ვურჩევ, სცადოს, შეაგროვონ, რადგანაც იღბალი ყოველთვის გამართლებაზეა.

- ხოლო რომ გაგიმართლოს, ამისთვის უნდა სცადო...

- რა თქმა უნდა. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებსა და გამომცემლობა პალიტრა L-ს, რომ ასეთ წარმატებულ პროექტს ახორციელებენ და ადამიანებს ასე ახარებენ.

bpnიმედი მაქვს, ჩემთან ერთად, ის ორი იღბლიანიც მალე გამოვლინდება და ჩემსავით გაიზიარებენ ამ სიხარულს. მოკლედ, მიხარია, რომ მონეტების ასეთი კარგი კოლექცია, კრებული მექნება.

ისტორიული პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ-ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და პალიტრა L-ს მიერ ხორციელდება. წიგნი-ალბომის მთავარი სპეციფიკა მონეტების შეგროვებაშია. ქართული ისტორიული მონეტების მეტალში შესრულებული ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტაა გამოსული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE