ხომალდი, რომელიც ერთ გაფრენაზე მარსზე 100 ადამიანს წაიყვანს

ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი ელონ მასკი გეგმავს მარსზე მილიონი ადამიანის გაშვებას. ცოტა ხნის წინ მექსიკაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან საკუთარი კომპანიის გეგმა გააცნო დამსწრეებს, რაც გულისხმობს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტის აშენებას, სპეციალური ხომალდით, რომელიც შეძლებს სულ ცოტა 100 ადამიანის წითელ პლანეტაზე წაყვანას. როგორც გამომგონებელი აცხადებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 50-100 წელიწადში მარსზე უკვე იარსებებს ადამიანების მუდმივი დასახლება.

როგორც ამბობენ, ხომალდის სიმაღლე საერთო ჯამში იქნება 122 მეტრი, შესაბამისად ის იქნება ნასას ლეგენდარულ შატურნ V რაკეტაზე დიდი. ხოლო მისი მძლავრი რაპტორების მეშვეობით ხომალდი მარსს მიაღწევს სულ რაღაც 80 დღეში, მაშინ როდესაც დღევანდელ კოსმოსურ ხომალდებს 6-დან 9 თვემდე სჭირდებათ. ხომალდში იქნება კინოთეატრები, რესტორნები, საკონფერენციო დარბაზები, რაც მგზავრობას გაცილებით კომფორტულსა და სახალისოს გახდის.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე