დღეიდან „ექსპრეს ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი გახდა

1-ელი ოქტომბრიდან „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატიდან მობილური სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი გახდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს" „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებულის შესაბამისი იქნება.

ამ დრომდე სხვა კომპანიების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მობილური ბალანსის შევსების საკომისიო 4% იყო.

„საქართველოს ბანკის“ განმარტებით, უფასო იქნება ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაცია, მათ შორის მობილური ბალანსის შევსებაც. 

იხილეთ ასევე: „ექსპრეს ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი ხდება