მსოფლიოს 10 კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ყველა საკვები პროდუქტი, რასაც ვყიდულობთ

მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა მსხვილ საკვებ და სასმელ ბრენდს მხოლოდ ათი ცნობილი კომპანია აკონტროლებს.

„ბიზნეს ინსაიდერი“ ამ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს.

Kellogg's

ბრუნვა 2015 წელს: 13.5 მილიარდი დოლარი

”კილოგსი” ეგრეთ წოდებულ საუზმის საკვების და წასახემსებლების მონოპოლისტია, კომპანიას ეკუთვნის ”ეგგოს” ვაფლები, ”პრინგლის” ჩიფსი და ”ჩიზ ით”.

Associated British Foods

ბრუნვა 2015 წელს: 16.6 მილიარდი დოლარი

ბრიტანული კომპანია ისეთ ბრენდებს ფლობს როგორიცაა Dorset Cereals, „ტვინინგის“ ჩაი და ტანსაცმლის ბრენდი „პრაიმარკი“.

General Mills

ბრუნვა 2015 წელს: 17.6 მილიარდი დოლარი

ჯენერალ მილსი პურეულის წარმოებითაა ცნობილი. გარდა ამისა, კომპანიას ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Yoplait, Hamburger Helper და სხვა.

Danone

ბრუნვა 2015 წელს: 24.9 მილიარდი დოლარი

„დანონი“ ცნობილია იოგურტების მსხვილი ქსელით - აქტივია, იოქრანჩი, ოიკოსი და სხვა. დანონი მინერალურ წყალსაც აწარმოებს.

Mondelez

ბრუნვა 2015 წელს: 29.6 მილიარდი დოლარი

ტკბილეულზე ორიენტირებული კომპანია ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა ”ორეო” და საღეჭი რეზინების მწარმოებელი ”ტრიდენტი”.

Mars

2015 წლის ბრუნვა: 33 მილიარდი დოლარი

”მარსს” ყველა იცნობს შოკოლადის ბრენდებით M&M’s და საღეჭი რეზინით „ორბიტი“.

Coca-Cola

ბრუნვა 2015 წელს: 44.3 მილიარდი დოლარი

კოკა კოლა გაცდა მხოლოდ გაზიანი სასმელების წარმოებას და მის ანგარიშზე ბრენდები Dasani, Fuze და ჩაი Honest.

Unilever

ბრუნვა 2015 წელს:: 59.1 მილიარდი დოლარი

კომპანიის ბრენდებში შედის დეოდორანტი ”აქსი”, ჩაი ლიპტონი, ნაყინი მაგნუმი და ჰელმანის მაიონეზი.

PepsiCo

ბრუნვა 2015 წელს: 63 მილიარდი დოლარი

პეპსის და სხვა გაზიანი სსმელების გარდა, კომპანია ფლობს ბრენდებს ჩიტოსი, ტროპიკანა და Quaker-ს შვრიის ფაფა.

Nestlé

ბრუნვა 2015 წელს: 87 მილიარდი დოლარი

ბევრმა არ იცის, რომ „ნესტლეს“ საკუთრებაშია ისეთი ბრენდები, როგორიცაა „ჰერბერის“ ბავშვის საკვები, კიტ-კეტი, ბათერფინგერსი და მრავალი სხვა.