„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის ფაქტს უარყოფენ

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის ფაქტს უარყოფენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის სატრანსპორტო კომაპნია“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.