ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში  იაპონელ მეცნიერს მიენიჭა

ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში იაპონელი მეცნიერი იოსინორი ოსუმი გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იაპონელმა მეცნიერმა ნობელის პრემია ავტოფაგიის შესწავლისთვის აიღო. ეს არის სხეულის მიერ საკუთარი ნივთიერებების და ქსოვილების შთანთქმა ორგანიზმის ხანგრძლივი შიმშილობის დროს.

იოსინორი ოსუმი ამჟამად ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად, სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.