მომავალ წელს რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს დაფინანსება რამდენიმე სამინისტროს შეუმცირდება. კერძოდ, დაფინანსება შეუმცირდება: სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ფინანსთა, სასჯელაღსრულების, იუსტიციის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უცვლელი რჩება ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატების ბიუჯეტები.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე