ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

”2016 წლის 3 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3276 შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.