ქართულ ბაზარზე პირველი ქართული ვისკი გაიყიდება

ქართულ ბაზარზე პირველი ქართული ვიკსი JIMSHER გამოჩნდება.

პროდუქციის მწარმოებლის, ბიზნესმენ ჯიმი ჩხაიძის თქმით, ვისკი „JIMSHER” ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიითა და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელია, რომლის გაყიდვა ქართულ ბაზარზე 5 თვეში, მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და საქართველოს გარდა, საექსპორტო ბაზარზეც გავა.

ქართული ვისკი ბაზარზე სამი სახეობით იქნება წარმოდგენილი: ვისკი - ტრადიციული საფერავის ნამყოფი კასრში, ვისკი - წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.

“საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად მივიღეთ 3 სახეობის ვისკი, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას ქართული აქცენტებით გვიყვება”, - აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე.

JIMSHER-ის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა.

იხილეთ ინგლისური ვერსია: First Georgian whiskey to hit the market soon

თათია ახვლედიანი