პარიზში შეიარაღებულმა პირებმა კიმ კარდაშიანის გაძარცვის შედეგად 10 მილიონი დოლარის ძვირფასეულობა გაიტაცეს

პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი გაძარცვეს.

„ბიბისის“ ცნობით, მძარცველებმა სხვა ნივთებთან ერთად, გაიტაცეს სამკაულების ყუთი, რომელშიც 6 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა ინახებოდა. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა წაიღეს 4 მილიონ დოლარად ღირებული კიმ კარდაშიანის ბეჭედი.

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ტელეწამყვანი პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა პარიზის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რეზიდენციაში გაძარცვა.

კიმ კარდაშიანი საფრანგეთის დედაქალაქში მოდის კვირეულზე დასწრების მიზნით იყო ჩასული, თუმცა მომხდარის შემდეგ პარიზი დატოვა.