თბილისს თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ესტუმრა

თბილისში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი, ბიულენთ თუფენქჯი იმყოფება.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, თურქული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელები.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი თბილისს მეუღლესთან და შვილთან ერთად ესტუმრა.