ნოემბრიდან ბაზარზე ქართული ზეთისხილი გამოჩნდება

ქართული ზეთისხილი ადგილობრივ ბაზარზე ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ უთხრა.

მისივე ცნობით, კომპანია აწარმოებს როგორც მწვანე და შავი ფერის ზეთისხილს, ასევე ზეთს.

პროდუქციის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. მომავალი წლიდან კი ქართული ზეთისხილი ექსპორტზე გავა. პროდუქციის გატანა ძირითადად რუსეთში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ამერიკაშია დაგეგმილი.

გიორგი სვანიძის თქმით, კახეთში, მარნეულსა და ბაღდათში 200 ჰექტარზე გაშენებული ზეთისხილის 300 ათასი ნერგიდან წელს 80 ტონა მოსავალს ელიან.

პროექტში, რომლის ფარგლებში 150-მდე ადამიანი დასაქმდა, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თაია არდოტელი

იხილეთ ამავე თემაზე: საქართველო მსოფლიოს რუკაზე ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნად დავიტანეთ