თამბაქოს მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა დახურა

თამბაქოს მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Imperial Tobacco-მ საქართველოში წარმომადგენლობა დახურა.

კავკასიაში Imperial Tobacco-ს ყოფილი კომერციული დირექტორის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შედარებით მცირე ზომის ბაზრებზე წარმომადგენლობითი ოფისების დახურვის გადაწყვეტილება კომპანიის გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო.

”კომპანია კვლავ რჩება ამ ბაზარზე თუმცა სხვა ფორმით, წარმომადგელობითი ოფისის გარეშე. უწინდებურად გაგრძელდება Davidoff-ისა და Gauloises Blondes-ის დისტრიბუცია. რამდენადაც ვიცი, დისტრიბუტორი არ შეცვლილა და კვლავ კომპანია ”ჯ ჯ” იქნება. „იმპერიალ ტობაკოს“ სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ის სტრატეგია, რაც კომპანიას აქვს საქართველოსთან მიმართებაში, გულისხმობს რომ პროდუქციის მოწოდება ბაზარზე გაგრძელდება”, - განაცხადა კავკასიაში Imperial Tobacco-ს ყოფილმა კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა

მისივე განცხადებით, წარმომადგენლობითი ოფისები ასევე დაიხურა სომხეთსა და მოლდოვაში.

თათია ახვლედიანი