სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს თვითმართველობებს 645 მილიონ ლარს გამოუყოფს

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 23 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წელს თვითმართველობებს 645 მილიონი ლარი გამოეყოფათ მაშინ, როცა 2016 წელს გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა 621 700 000 ლარი იყო.

მომავალ წელს ყველაზე მეტი ტრანსფერი თბილისს, ბათუმსს და ქუთაისს გადაეცემა.

2016 წელთან შედარებით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დედაქალაქს დაახლოებით 41 ათასით მეტი გამოეყოფა. კერძოდ, 2016 წელს დედაქალაქისთვის გადაცემულმა ტრანსფერებმა 242 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, 2017 წელს კი 283 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ასევე გაეზრდება დაფინანსება: საჩხერეს, ბათუმის, წყალტუბოს, მარტვილის, ამბროლაურის, მესტიის, ხარაგაულის, სენაკის, გორის, მარნეულის და ა.შ. მუნიციპალიტეტებს.

40-მდე მუნიციპალიტეტს კი, მათ შორის დედოფლისწყაროს, ხულოს, ხელვაჩაურის, სიღნაღის, ახმეტის, გურჯანიის, ზუგდიდის, სამტრედიის, ყვარლის, ქალაქ რუსთავის და სხვა, 2016 წელთან შედარებით ნაკლები ტრანსფერი გადაეცემა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, რომლის თანახმადაც, 2016 წელთან შედარებით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 410 მლნ-ით იზრდება და 10 მლრდ 555 მლნ ლარით არის განსაზღვრული.

თაია არდოტელი