საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ”ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ”ტურიზმის განვითარების ფონდს” ქმნის.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 680 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით სხვა მასშტაბურ პროექტს ახორციელებს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში შესულია „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი autograph ckcollection.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა ”საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება. ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონული ტრეინინგ ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.

როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადის მუდმივი ზრდის ტემპი ითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის განვითარებას და ახალი სტანდარტების სწრაფ იმპლემენტაციას, რაც იქნება ”ტურიზმის განვითარების ფონდის” უმთავრესი მისია.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებია შეკვეთილის სასტუმრო და სხვა კომპლექსი, სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკი, თაბორის რეკრიაცია, სასტუმრო ერეკლე მეორეს მოედანის ნომერ 3-ში, მეორე სასტუმრო ერეკლე მეორეს მოედანზე კოტე აფხაზის 22-ში, სასტუმრო განმუხური, სამკურნალო გამაჯანსაღებელი და სპა კომპლექსი მწვანე კონცხზე.