მეტროსადგური ”ვაჟა-ფშაველა” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგური ”ვაჟა-ფშაველა” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

როგორც  კომპანიაში განაცხადეს, მომსახურების შეფერხება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა.

”ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.