"საქართველოს რკინიგზა" და ქართულ-ჩინური კომპანია ერთობლივ ქარხანას ააშენებენ

"საქართველოს რკინიგზასა" და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის ერთობლივი ქარხნის მშენებლობაზე დღეს წინარე ხელშეკრულება გაფორმდება.

წინარე ხელშეკრულება სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.

ერთობლივი საწარმო დაფუძნებულია ჩინური მხრიდან CRRC-ის, ხოლო ქართული მხრიდან -BMI Partners და AS Group 1990-ის მიერ.

პროექტის ფარგლებში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

ღონისძიება რესტორან “ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში გაიმართება და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.